გაკვეთილის გეგმები

                                           გაკვეთილის სცენარი

გაკვეთილის თემა
ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“
საფეხური; კლასი
მე-2 საფეხური; მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
16
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე გაეცნოს ტექსტს.განუვითარდეს ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევა.გაეცნოს თეთრი ლექსის მახასიათებლებს.შეისწავლოს ვერლიბრის კითხვის სტეგიები.
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლე გაეცნობა პოემის ტექსტს. განუვითარდება ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევა. გაეცნობა თეთრი ლექსის მახასიატებლებს. შეისწავლის ვერლიბრის კითხვის სტრატეგიებს
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი კითხულობს თემის სათაურს და კლასში სვამს სათაურის შემდგომ მოცემულ კითხვას.
თავის სათაურისა და მოცემული კითხვის გააზრებისთვის შესაძლებელია მოსწავლეებს შესთავაზოს 5-წუთიანი ე.წ. „ხელის აუღებლად წერა“ (სასურველია ყურადღების გამახვილება აქაც და ყველა თავის დასაწყისში მოცემულ ილუსტრაციებზე). 7 წუთი.
მასწავლებელი, სურვილისამებრ,რამდენიმე მოსწავლეს წააკითხებს ნამუშევარს;
სიტყვიერი შეფასების თუ შენიშვნების შენდეგ გადავა ტექსტის გაცნობამდე მოცემული სამუსაოს შესრულებაზე ანუ საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დააკავსირონ არსებული ცოდნა და გამოცდილება ახალთან, აუხცნის, რა არის თეტრი ლექსი და განუმარტავს თეთრი ლექსის კითხვის სტრატეგიას.(15წუთი).
ვინაიდან მოსწავლეები პირველად ეცნობიან თეთრ ლექსს, სასურველია, პოემა კლასში ხმამაღლა წავიკითხოთ (შესაძლოა დაიწყოს მასწავლებელმა-ამ დროს მოსწავლეები აუცილებლად წიგნს ადევნებენ თვალს- და შემდეგ მოსწავლეებმა გამაგრძონ).
ტექსტის გაცნობისას აუცილებლად ვწყვეტთ
კითხვას იქ, სადაც შეკითხვებია მოცემული (მარჯვნივ არეზე) და მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე(20 წუთი).

საშინაო დავალება
ბიბლიური ალუზია პოემაში-წასაკითხად;კიდევ ერთხელ წაიკითხონ ტექსტი ყურადღებით. იმისთვის, რომ ხელმეორედ წაკითხვა მოტივირებული იყოს, მივცემთ დავალებას: დაწერონ პასუხი კითხვაზე, რომელიც მოცემულია ბიბლიური ალუზიის შემდეგ. 3 წუთი
შეფასების ფორმა
მასწავლებელი დააკვირდება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევას.
კითხვებზე პასუხის გაცემა.





                       გაკვეთილის სცენარი
სახელი და გვარი
მაია მეტრეველი

თემის დასახელება
დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

გაკვეთილის სასწავლო მიზნები
   გაეცნონ ეპიტაფიის თავისებურებას. ერთმანეთს დაუკავშირონ შეძენილი და ახალი ცოდნა.შექმნან ეპიტაფიის პერიფრაზი. იმსჯელონ, როდის შეიძლება ჩაითვალოს მეფე, ხალხის მმართელი კარგ ყმად.
მოსალოდნელი შედეგები
     გაეცნობიან ეპიტაფიის თავისებურებას. განაზოგადებენ
„ კაი ყმის“ მნიშვნელობას და იმსჯელებენ, არის დავით აღმაშენებელი კაი ყმა თუ არა. შექმნიან პერიფრაზს.
მიმდინარეობა
აქტივობა პირველი

   შევხედოთ ასოციაციურ რუკას და გავიხსენოთ რა თვისებები აქვს „კაი ყმას“. თუ თვლით ,რომ რომელიმე თვისება გამოგვრჩა, შეავსეთ.

       რის სინონიმია დღეს „კაი ყმა“?
 სავარაუდო პასუხი-
 მისი მნიშვნელობა განზოგადდა და დღეს ის არა მარტო კარგი ვაჟკაცის, კარგი მამულიშვილის სინონომიცაა.

       გავიხსენოთ ცოტა რამ დავით აღმაშენებელზე.
აქტივობა მეორე.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ვუწოდოთ კაი ყმა დავით აღმაშენებელს?

 სავარაუდო პასუხი.
 დიახ, დავითის ცხოვრება და მოღვაწეობა ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს.


     თუ გაგიგიათ სიტყვა  ეპიტაფია და თუ იცით რას ნიშნავს იგი? სავარაუდო პასუხი:
 საფლავის წარწერა.
      პოეზიის ენა რთული აღსაქმელია. ტექსტების სირთულის დაძლევა მათი პერიფრაზირებაა. გამოიყენეთ სქოლიო და თქვენი სიტყვებით გადმოეცით ეპიტაფიის შინაარსი.

        თუ ყველაფერი გასაგებია, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
ვინ გვესაუბრება დავითზე? იგრძნობა თუ არა ლექსში ხოტბა-დიდების რაიმე კვალი?
 სავარაუდო პასუხი:
   საუბრობს თავად დავითი და ხოტბა -დიდების კვალი არ ჩანს.
რა ხვედრი რგებია ადენი საქმის გამკეთებელს?
 სავარაუდო პასუხი:
 გულხელდაკრეფილი განისვენებს.
  ახსენით მესამე ტაეპი: „ თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა  წყალთა შთამესხნეს.“
 სავარაუდო პასუხი:
 მან გააერთიანა ქვეყანა .
   რა არის ეპიტაფიის დედააზრი?
 სავარაუდო პასუხი:
 სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ მას ადამიანი ვალმოხდილი უნდა შეხვდეს.
როგორი განწყობილებით მთავრდება ლექსი?
 სავარაუდო პასუხი:
 სევდიანი
რეალური ეპიტაფიაა მოცემული ტექსტი თუ ფიქტიური?
 სავარაუდო პასუხი:
 რეაური.
შეფასება.
ინდივიდუალური, განმსაზღვრელი
საშინაო დავალება
წაიკითხეთ დავით გურამიშვილის ეპიტაფია და განმარტეთ როგორი ცხოვრების გზა გაუვლია გმირს.
რესურსები
დავით  აღმაშენებელი,საქართველოს ისტორია ს. ჯამაშიას რედაქტორობით. ლიტერატურის თეორია.ანდრო ჭილაია. წიგნი. კომპიუტერი

აქტივობა პირველი





გაკვეთილის თემა
მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“
სწავლების საფეხური და კლასი
მე-2 საფეხური. მე-8 კლასი
ინტეგრირებული საგნები
ისტორია. ხელოვნება
მოსწავლეთა რაოდენობა
27
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ  შეძლოს  ტექსტის ინტერპრეტირება და ზეპირი განხილვა ; მათ  მიერ შესწავლილი ტექსტის საფუძველზე ნაწარმოებში ასახული მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მსჯელობა ;სააზროვნო უნარების განვითარება. შეადაროს სხვადასხვა მწერლის ნააზრევი ერთმანეთს ;გააანალიზოს; შეაფასოს;  დაასკვნას.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე შეძლებს ტექსტის ინტერპრეტირებასა და ზეპირ განხილვას ; მათ  მიერ შესწავლილი ტექსტის საფუძველზე ნაწარმოებში ასახული მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მსჯელობას ;სააზროვნო უნარების განვითარება-აღქმას; შეადარებს სხვადასხვა მწერლის ნააზრევს ერთმანეთს ;გააანალიზებსა;  შეაფასებს;  დაასკვნის .
გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევა
რა გამწყობით შემოხვედით გაკვეთილზე?
ხომ არ იცვლება თქვენი განწყობა ნაწარმოების სათაურის გახსენებისას?
გავიხსენოთ ნაწარმოების სიუჟეტი.
თვალი გადავავლოთ პერსონაჟებს (პოსტერზე მითითებულია თანმიმდევრობა).

სოფიო- ანგელოზი. ფრთაშესხმული სიკეთე
სოფიოს მამა- მოხუცი მემამულე, კეთილშობილი კაცი.
დათა- მგლის ლეკვი. ავაზაკი გამოკვეთილი ხასიათითა საქმიანობით.
სოლო-უნებისყოფო, სხვისი ნების მორჩილი.
ქვრივი- მსხვერპლი

ხომ არ დაამატებდით რომელიმე პერსონაჟს,თუ თვლით, რომ იგი მნიშვნელოვანია.

შინაარსის რეალიზება
საშუალება რომ გქონდეთ, რა სიტყვებით შეაჩერებდით ბრბოს?
რა ძალამ ასროლინა ქვა სოფიოს(მოიშველიეთ გუსტავ ლებონის მააზრევი ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ)?
ვის ან რას განასახიერებს ის დედაკაცი, სოფიოს ქვა რომ შეაჩეჩა ხელში?
ისაუბრეთ დათას არჩევანზე. ჰქონდა მას არჩევანი და თუ შეცვლიდა რაიმეს ნისი მონანიება?
ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ბრბოში არ ითქვიფება, ვისთვისაც დათა „მგლის ლეკვი“ კი არა ადამიანია?
ჩამოვაყალიბოთ ნაწარმოების მთავარი პრობლემა.
ხელოვნებისა და ისტორიის მასწავლებლები უამბობენ მოსწავლეებს საინტერესო ფაქტებს საკითხთან დაკავშირებით.

რეფლექსია
                                                                  
კლასი იყოფა ჯგუფებად და ეძლევათ დავალება. მსჯელობით უპასუხონ  კომვერტში მითითებულ კითხვას.

1.გაიხსენეთ როგორ მივიდნენ ადამიანის მოკვლამდე „კვერცხის ქურდები“. რა გზით შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

2.დანაშაული მოხდა. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რა გზა უნდა აირჩიოს სოფელმა?გახსოვდეთ, სისხლი სისხლით არ მოიბანება.

3. რატომ მიიპარებიან სისხლიანი არენიდან სოფლელები? სირცხვილი უფრო ძლიერია თუ შიში?

4.რატომ ჩათვალა ავტორმა ნაწარმოების შესავალში დასახელებულლი თემებიდან მოცემულ საკითხზე მსჯელობა საჭიროდ?

პრეზენტაციისთვის განკუთვნილია სამ-სამი წუთი. პრეზენტატორი ჯდება საპრეზენტაციო სკამზე და წინასწარ მიცემული კრიტერიუმების მიხედვით იწყებს საუბარს

შევაჯამებთ პრობლემას -სამართალი თუ დანაშაული


საშინაო დავალება.

გავიხსენოთ ჩვენმიერ წაკითხული ნაწყვეტი „ჩაკლული სულიდან“; მოთხრობა  „ხალხის სამართალი“; მარიტა“;ჩანჩურა“ და დავწეროთ ანალიზი  თემაზე:  სხვისი სიცოცხლის ხელყოფა-სამართალი თუ დანაშაული
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური;ჯგუფური
შეფასება
ინდივიდუალური:განმსაზღვრელი.წინასწარ მომზადებული რუბრიკებით.
თვითშეფასება
დავწეროთ ხუთწუთიანი ესე თვითშეფასების მიზნით