ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის:
,,როგორ
ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ადგილი და ხანგრძლივობა: სსიპ ქ. რუსთავის №13
საჯარო სკოლა, 16 საათის ხანგრძლივობით
მიზანი: პედაგოგიური კვლევებისა და პროექტ-გაკვეთილების
დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება
ამოცანები:
v კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი თემის
შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
v კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება;
v კვლევის მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;
v მონაცემთა შეგროვება;
v მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე
დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
v მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში
დანერგვა;
v მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია;
v პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
v პროექტის შეფასება;
v კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის
სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
v სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი
მხარეების დადგენა;
v მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება;
რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
v სარეკომენდაციო ხასიათისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის
პორტფოლიოსათვის.
რეზიუმე
სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგი
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“ მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
ტრენინგის მიზანი იყო, შეგვესწავლა კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი
თემის შერჩევისა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება; კვლევის პროცესის დოკუმენტირება
- კვლევის დღიურის წარმოება, მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა; მონაცემთა შეგროვება; მონაცემთა
ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა; მოპოვებული ცოდნისა
და გამოცდილების პრეზენტაცია; პროექტგაკვეთილის დაგეგმვა; პროექტის შეფასება; კოლეგების
თანამშრომლობის ფორმების გაცნობა;
ტრენინგზე მსმენელთათვის
ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია იყო წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია პედაგოგიური
კვლევების ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი
თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება; ასევე, კვლევის მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;
კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება და მონაცემთა ანალიზი,
მოპოვებული
ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პროექტგაკვეთილის
დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების საკითხი. მომზდდა და წარმოდგენილ იქნა არაერთი
საინტერესო ინტერგრირებული პროექტგაკვეთილი,
რომლებიც სხვადასხვა საგანსა და ინტერესთა სფეროს მოიცავდა.
ტრენინგზე გავეცანით კოლეგებთან თანამშრომლობის
სხვადასხვა ფორმებს, შეიქმნა კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუში,ასევე, გავეცანით სამუშაოს
შეფასების ფორმებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს;
ტრენინგზე განხილულ იქნა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება. ტრენერისაგან მივიღეთ საინტერესო
რეკომენდაციები პორტფოლიოს წარმოების შესახებ, გავეცანით შესაბამის
სქემებსა და ცხრილებს.
მნიშვნელობის დასაბუთება:
ტრენინგის
ყოველი მონაწილე შეძლებს, მიღებული ცოდნა გაუზიაროს კოლეგებს საგნობრივი კათედრის სხდომაზე
და მიღბული ცოდნა აქტიურად გამოიყენოს სასწავლო პროცესსა და პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ხელმოწერა
თარიღი
27.
10. 2012
ღონისძიების დღის წესრიგი:
I
დღე - 4 საათი
v I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამისპრეზენტაცია,
მასწავლებლისპროფესიულიგანვითარებისსქემა
v II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიურიკვლევა
o
IIდღე
- 4 საათი
v I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკულიკვლევა
v IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტგაკვეთილი
v III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტისშეფასებისრუბრიკა
o
IIIდღე
- 4 საათი
v I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვადაპრეზენტაცია)
v II სესია - 2სთ - კათედრებზემუშაობადაკვლევა
o
I
V დღე - 4 საათი
v I სესია - 2სთ - მასწავლებლისპორტფოლიო
v II სესია - 2სთ - ანგარიშისფორმებიდამათიმომზადება.
ანგარიში
თარიღი:10 აპრილი--------------Movie
maker-ის გამოყენება------------------
1. ტრენინგის შესახებ:
- ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
- ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
- ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ ----მე-5---
საჯარო სკოლა.
- ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2.
მიზანი და დღის
წესრიგი:
- მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების
მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების
მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე
ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
- დღის წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთØ ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის
ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთØ ისტ
- ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი
და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთØ რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა
Movie maker
- ში.
- 10წთØ D - GP - IP - პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო -
კლიპი. - 45 წთØ შესვენება - 20წთØ ნასწავლი მასალის შეჯამება
- 10წთØ ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთØ პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო - 30წთØ შესრულებული დავალებების პრეზენატაცია,
ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 20 წთ.Ø D
– GP –
IP - როგორ ხდება ვიდეო
- მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა - 30წთØ გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ
შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?” - 10წთØ ტრენინგის შეფასება - 10 წთ 3.
ტრენინგის მსვლელობა:
- წარდგენა
და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი
თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით
გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·
ტრენინგის
მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და
წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია:
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები
შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და
ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების
საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის
ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა).
ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და
მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-თი გამდიდრებული
გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და
მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის
თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა
აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები,
მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული
გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო,
ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·
რა
ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის
საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს
თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის
შექმნის დროს.
·
D
- GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო
- კლიპი.
ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების
Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება.
Windows 7 - ის
ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა
როგორ უნდა მოხდეს Micro Soft
- ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი
ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და
ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების
შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული
პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად
თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე.
ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი
მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის
საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება
- შეჯამება
- ვიდეო -
კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის
საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს
საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის
მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა
და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა
ამითაც.
- პრაქტიკული
ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით
დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის
შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად
პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა
ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- D – GP
– IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილია ვიდეო - ფაილების
საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი
ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში
და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ
მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ
მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ
წარმოდგენილ ნამუშევარს.
- დებრიფინგი
“რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?” ტრენინგის მიწურულს მოხდა
ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ
ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
- ტრენინგის
შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა
მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო
მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის
რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების
გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.
4.
ტრენინგის მნიშვნელოვნების
დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი
იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie
Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა
სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს
სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა,
ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების
გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა
სასწავლო პროცესში ჩართულობაზე. 5.
ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად
გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout),
რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი
მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.
ჩემი
სასწავლო მასალა: სსიპ
მე-2 საჯარო სკოლის
მასწავლებელი
მ. მეტრეველი
რიცხვი
- - - - - - - - - - - - - - - - -
მიზანი: პედაგოგიური კვლევებისა და პროექტ-გაკვეთილების
დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება
ამოცანები:
v კვლევის მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;
v მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე
დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
v მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია;
v პროექტის შეფასება;
v სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი
მხარეების დადგენა;
v სარეკომენდაციო ხასიათისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის
პორტფოლიოსათვის.
o
IIდღე
- 4 საათი
v III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტისშეფასებისრუბრიკა
v I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვადაპრეზენტაცია)
o
I
V დღე - 4 საათი